ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 5

რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდია დაამარცხა

რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდია დაამარცხა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს 20-წლამდე მორაგებთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე რუსთავში ე.წ. „გასახურებელი“ მატჩი გამართა ახალი ზელანდიის თანატოლთა ნაკრებთან და მეტოქე 22:19 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს 20-წლამდე მორაგებთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე რუსთავში ე.წ. „გასახურებელი“ მატჩი გამართა ახალი ზელანდიის თანატოლთა ნაკრებთან და მეტოქე 22:19 დაამარცხა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედან…

საქართველოს 20-წლამდე მორაგებთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე რუსთავში ე.წ. „გასახურებელი“ მატჩი გამართა ახალი ზელანდიის თანატოლთა ნაკრებთან და მეტოქე 22:19 დაამარცხა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთხი ლელო დადეს – თავი მიხეილ შიოშვილმა, დაჩი წიკლაურმა, ლუკა ნარსიამ და ირაკლი ყოლბაიამ გამოიჩინეს.

20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.

საქართველო ნაკრების მატჩების განრიგი:

27 ივნისი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – უელსი;
2 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა;
7 ივლისი, „ავჭალა“, 20:30 | საქართველო – ურუგვაი.

20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს