ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 5

თბილისის გუნდი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა

თბილისის გუნდი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც თბილისის გუნდმა გაიმარჯვა და სპეციალური თასის მფლობელი გახდა.

ამ თემაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, არ არსებობს სპორტის მიმართულება, რომელსაც დედაქალაქის მთავრობა არ ეხმარებოდეს და, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა, სპორტსმენთა წარმატების სახით.

„ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის გუნდიც მონაწილეობდა. ასპარეზობა სპორტის 17 სახეობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა სპორტსმენმა მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ფესტივალში, თითქმის ყველა სახეობაში, ძალიან ღირსეულად, აბსოლუტური უპირატესობით წარმოჩინდა დედაქალაქის გუნდი, რომელიც პირველი ეროვნული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა. ამ და კიდევ სხვა მიღწევების გათვალისწინებით, ნათელია, რომ მუნიციპალური პოლიტიკა, როგორც პროგრამების, ისე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მოწოდების სიმაღლეზეა და მის მხარდაჭერას მომავალშიც გავაძლიერებთ. არ არსებობს სპორტის სახეობები, რომ ჩვენ არ ვაფინანსებდეთ და არ ვეხმარებოდეთ. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ასევე, მუნიციპალური სპორტული ცენტრების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას.

„მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილე სპორტსმენს, რომლებიც აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხელს უწყობენ მასობრივი სპორტის განვითარებას; ორგანიზატორებს, რომლებიც ახორციელებენ მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს