ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 11

გოგა ბითაძე – მგონია, რომ NBA-ში ტოპ-5 გუნდში ვიქნებით დაცვის მიხედვით

გოგა ბითაძე – მგონია, რომ NBA-ში ტოპ-5 გუნდში ვიქნებით დაცვის მიხედვით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ ახალი სეზონისთვის მზადება „ორლანდო მეჯიქთან“ ერთად დაიწყო. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ორლანდოელმა ჟურნალისტებმა გოგასთან ინტერვიუ ჩაწერეს. პირველი შეკითხვა დაცვას ეხებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ ახალი სეზონისთვის მზადება „ორლანდო მეჯიქთან“ ერთად დაიწყო. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ორლანდოელმა ჟურნალისტებმა გოგასთან ინტერვიუ ჩაწერეს. პირველი შეკითხვა დაცვას ეხებ…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ ახალი სეზონისთვის მზადება „ორლანდო მეჯიქთან“ ერთად დაიწყო.

ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ორლანდოელმა ჟურნალისტებმა გოგასთან ინტერვიუ ჩაწერეს.

პირველი შეკითხვა დაცვას ეხებოდა…

„კარგი შეტევა დაცვით იწყება. ეს კარგად გვესმის. დაცვაზე ბევრს ვმუშაობთ და მგონია, რომ ლიგაში ტოპ-5 გუნდში ვიქნებით დაცვის მიხედვით.
გუნდში ახალი მწვრთნელია, ბევრი ახალი კალათბურთელია. ერთმანეთზე ვზრუნავთ და მეტად ინტენსიურად ვემზადებით. გვჯერა ერთმანეთის, გვჯერა მწვრთნელის. საწვრთნელი პროცესი საინტერესოდ და სასიამოვნოდ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, აქამდე იყო არასტაბილურობა, ახალ სეზონში მეტად სტაბილური უნდა ვიყო. საამისოდ კარგად ვარ მომზადებული. ვარჯიშებზე ვენდელ კარტერის წინააღმდეგ მიწევს თამაში. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ერთმანეთთან თამაშით ორივე პროგრესს განვიცდით. ისიც გამარჯვებულის მენტალიტეტის კალათბურთელია“.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს