ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 4

საერთაშორისო ოლიმპიური დღე გარბენით აღნიშნეს

საერთაშორისო ოლიმპიური დღე გარბენით აღნიშნეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ორგანიზებითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მხარდაჭერით, ოლიმპიური გარბენი გაიმართა. ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ორგანიზებითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მხარდაჭერით, ოლიმპიური გარბენი გაიმართა. ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძ…

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ორგანიზებითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მხარდაჭერით, ოლიმპიური გარბენი გაიმართა.

ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს მიეძღვნა, რომელიც 1948 წლიდან, სოკ-ის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, მასობრივი აქტივობებით აღინიშნება. ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები 1994 წლიდან ეწყობა. სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, ქალთა და კაცთა კატეგორიებში საუკეთესო სამეულში გასულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულები – სპეციალური პრიზებით.

აღსანიშნავია, რომ გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური გადაეცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს