ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

ზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილა

ზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის ინფორმაციით , მხარეებმა უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის ინფორმაციით , მხარეებმა უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფ…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა.

ზელენსკის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და Starlink-ის სერვისების აღდგენა განიხილეს.

მხარეები ინფორმაციის გაცვლის მიზნით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„მარკო რუბიოს ვესაუბრე და საუბარი შინაარსიანი იყო. ყურადღება იმ საკითხებზე გავამახვილეთ, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მადლობელი ვარ, რომ ის მზად არის დახმარებისთვის და მისი პოზიცია მკაფიოა. პირველი, ანტიბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად გვჭირდება. მეორე, რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ წინასწარი გაფრთხილება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მესამე, Starlink-ისა და Starshield-ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მუშაობა უნდა აღდგეს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე ხდება, რომლის მიზანიც ამ საშინელი ომისა და ადამიანების უწყვეტი მკვლელობის დასრულებაა. შევთანხმდით, რომ ვითარების განსახილველად და სიახლეების გასაზიარებლად ერთმანეთს მალე კვლავ დავუკავშირდებით“,- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს