ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს დამოუკიდებელი შეიარაღება სჭირდება

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს დამოუკიდებელი შეიარაღება სჭირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანას "დამოუკიდებელი შეიარაღება" სჭირდება, რადგან აშშ-ის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების ვადა 2028 წელს იწურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. "მე მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანას "დამოუკიდებელი შეიარაღება" სჭირდება, რადგან აშშ-ის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების ვადა 2028 წელს იწურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. "მე მი…

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანას "დამოუკიდებელი შეიარაღება" სჭირდება, რადგან აშშ-ის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების ვადა 2028 წელს იწურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მე მინდა დამოუკიდებლობა შეიარაღების ინდუსტრიაში. მე ღრმად ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რომელიც მივიღეთ და რომელიც, ასევე მოვიპოვე წლების განმავლობაში ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან. დღეს მე ვამბობ: ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი, საკუთარი, დამოუკიდებელი შეიარაღების სისტემა. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი, საკუთარი იარაღი", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, სექტემბერში ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ისრაელი "ერთგვარი იზოლაციის" წინაშე დგას, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და თქვა, რომ ისრაელი განავითარებს საკუთარ იარაღის ინდუსტრიას და გახდება "ათენი და სუპერ-სპარტა ერთად აღებული".

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ხელმოწერილი 10-წლიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი, ყოველწლიურად, შეერთებული შტატებისგან 3.8 მილიარდ დოლარს იღებს სამხედრო დახმარების სახით და ის ვალდებულია ამ თანხის დიდი ნაწილი ამერიკელ იარაღის მწარმოებლებთან დახარჯოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს