ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 13

Financial Times: საფრანგეთში არეულობებით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს

Financial Times: საფრანგეთში არეულობებით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში გასულ უქმეებზე მომხდარი მასშტაბური არეულობებით გამოწვეული ზარალი სადაზღვევო კომპანიებისთვის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩნდეს ქვეყნის ისტორიაში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს . ანალიტიკური კო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში გასულ უქმეებზე მომხდარი მასშტაბური არეულობებით გამოწვეული ზარალი სადაზღვევო კომპანიებისთვის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩნდეს ქვეყნის ისტორიაში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს . ანალიტიკური კო…

საფრანგეთში გასულ უქმეებზე მომხდარი მასშტაბური არეულობებით გამოწვეული ზარალი სადაზღვევო კომპანიებისთვის შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩნდეს ქვეყნის ისტორიაში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ანალიტიკური კომპანია Morningstar DBRS-ის შეფასებით, სადაზღვევო კომპანიების ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს. სადაზღვევო ბროკერების თქმით, ზარალმა შესაძლოა 1 მილიარდ ევროსაც გადააჭარბოს. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს საღამოს ქუჩებში ვითარება შედარებით დამშვიდდა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ არეულობების გაგრძელების შემთხვევაში ზარალი კიდევ გაიზარდოს.

„საფრანგეთში არეულობები ბუნებრივ კატასტროფებს ემსგავსება“, - განუცხადა გამოცემას Morningstar-ის ანალიტიკოსმა მარკოს ალვარესმა. მისი თქმით, ახლა უკვე მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად მოხდეს ისეთი მასშტაბის ინციდენტები, რომელთა შედეგად მიყენებული ზარალი ასობით მილიონ ევროს შეადგენს.

გასული უქმეების არეულობებით გამოწვეულმა ზიანმა გადააჭარბა 2023 წელს მომხდარი არეულობების შედეგად დაზღვეულ ქონებაზე მიყენებულ 700 მილიონ ევროზე მეტ ზარალს. მაშინ არეულობები ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. ალვარესის განმარტებით, ამჯერად ძალადობა განსაკუთრებით ინტენსიური და ფართომასშტაბიანი იყო, ზარალის ოდენობაზე კი ინფლაციამაც იმოქმედა, რომელმაც დაზიანებული ქონების აღდგენის ხარჯები გაზარდა.

საფრანგეთში გასულ უქმეებზე მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები თავდაპირველად ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ძარცვასა და შენობებზე თავდასხმებში გადაიზარდა. საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის სერჟ პაპენის წინასწარი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 3 000 ბიზნესი დაზარალდა. თავდასხმების სამიზნე ლუქს კლასის ბრენდების მაღაზიებიც გახდა, მათ შორის Louis Vuitton-ისა და Kenzo-ს ობიექტები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს