ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა

Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს . მონაცემები ბოლო კვირებში ვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს . მონაცემები ბოლო კვირებში ვ…

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 ათასზე მეტი ვიზა გააუქმა. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონაცემები ბოლო კვირებში ვიზების გაუქმების ტემპის დაჩქარებაზე მიუთითებს. სახელმწიფო დეპარტამენტის 10 აგვისტოს განახლებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან, ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ, გაუქმებული ვიზების რაოდენობა 175 000-ს აღემატებოდა.

ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკა და დეპორტაციის კამპანია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. უფლებადამცველი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ამ პოლიტიკით ირღვევა სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და სიტყვის თავისუფლების უფლებები, იქმნება სახიფათო გარემო, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომელთა წარმომადგენლებიც რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის რისკზე საუბრობენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა, რომელმაც ვიზების გაუქმების ახალი მონაცემები სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციაზე სწრაფი ტემპით გააუქმა ვიზები“.

მისი თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას“ იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან და კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს