ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ს უკრაინის მიმართ პოლიტიკა არ შეუცვლია

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ს უკრაინის მიმართ პოლიტიკა არ შეუცვლია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა. მისი განცხადებით, პენტაგონს არ გაუცია დირექტივა სატელიტური კომუნიკაციების სერვისების შეზღუდვის შესახებ, ხოლო უწყე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა. მისი განცხადებით, პენტაგონს არ გაუცია დირექტივა სატელიტური კომუნიკაციების სერვისების შეზღუდვის შესახებ, ხოლო უწყე…

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა.

მისი განცხადებით, პენტაგონს არ გაუცია დირექტივა სატელიტური კომუნიკაციების სერვისების შეზღუდვის შესახებ, ხოლო უწყება ცდილობს უზრუნველყოს, რომ ამერიკულ სამხედრო ძალებს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები ჰქონდეთ.

„პრესაში ომის დეპარტამენტის შესახებ ბევრი ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“, — განაცხადა ჰეგსეტმა ვისკონსინის შტატში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მას ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ პენტაგონი მოკავშირე ქვეყნებისგან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას აყოვნებდა.

„ჩვენ უკრაინის მიმართ ჩვენი პოზიცია არანაირად არ შეგვიცვლია. თუმცა, ისეთ საკითხებში, როგორიცაა რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს მათი მაქსიმალურად შესაძლო მარაგი ექნებათ“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არსებული ვითარების შესახებ იცის.

„ჩვენ არაფერი შეგვიზღუდავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. საბოლოოდ, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა Starlink-ს აქვს“, - განაცხადა მან.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს