ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

4.3 მილიონი ევროს სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე პოლიციამ ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩაატარა

4.3 მილიონი ევროს სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე პოლიციამ ევროპარლამენტში ჩხრეკა ჩაატარა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტში პოლიციამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების, „პატრიოტები ევროპისთვის“, თანამშრომლების სამუშაო კაბინეტები გაჩხრიკა . გამოძიება უკავშირდება ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტში პოლიციამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების, „პატრიოტები ევროპისთვის“, თანამშრომლების სამუშაო კაბინეტები გაჩხრიკა . გამოძიება უკავშირდება ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრ…

ევროპარლამენტში პოლიციამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანების, „პატრიოტები ევროპისთვის“, თანამშრომლების სამუშაო კაბინეტები გაჩხრიკა. გამოძიება უკავშირდება ევროპარლამენტის ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „იდენტობა და დემოკრატიის“, მიერ 2019-2024 წლებში 4.3 მილიონ ევროზე მეტის სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასა და მითვისებას.

ევროკავშირის ოფიციალური პირის ინფორმაციით, ფინანსური დარღვევები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ჯგუფმა საქმიანობა დაასრულა და ფინანსური ანგარიშები დახურა. ევროპარლამენტის შიდა ფინანსურმა სამსახურმა დაადგინა, რომ წინა საპარლამენტო მოწვევის პერიოდში ჯგუფმა, სულ მცირე, 4,3 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯა.

„იდენტობა და დემოკრატია“, რომელსაც იტალიური პარტია „ლიგა“ ხელმძღვანელობდა, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაიშალა. ამის შემდეგ საფრანგეთის პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ ახალი პოლიტიკური ჯგუფი, „პატრიოტები ევროპისთვის“, შექმნა, რომელსაც ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ და ანდრეი ბაბიშის ANO-ც შეუერთდნენ.

საქმეზე გამოძიება ევროპის პროკურატურამ 2025 წლის ივლისში დაიწყო.

საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა ჟან-პოლ გარომ სოციალურ ქსელ იქს-ში დაწერა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, დილიდან მიმდინარეობდა ყოფილი პოლიტიკური ჯგუფის თანამშრომლების კაბინეტების ჩხრეკა. გარომ საგამოძიებო მოქმედებები შევიწროებად შეაფასა და განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარე არეულობის ფონზე ხელისუფლების პრიორიტეტი სწორედ ეს გამოძიება აღმოჩნდა.

„ეროვნული გაერთიანების“ ორმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საპარლამენტო პერსონალის სამუშაო ოთახები გაჩხრიკეს და არა თავად ევროპარლამენტარების კაბინეტები.

ევროპარლამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამართალდამცველ უწყებებთან თანამშრომლობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს