ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

ფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია მოკავშირეების კაპიტულაციას ნიშნავს

ფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია მოკავშირეების კაპიტულაციას ნიშნავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით , რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს. ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია და ევროპე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით , რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს. ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია და ევროპე…

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის კაპიტულაცია არ განიხილება, რადგან ეს კიევის ყველა მოკავშირის კაპიტულაციას ნიშნავს.

ამასთან ერთად, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია და ევროპელი მოკავშირეები კვლავ მზად არიან რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ მომენტში.

„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ არა იმისთვის, რომ ომი გავახანგრძლივოთ. მაგრამ კაპიტულაცია ან უკრაინის უპირობო კაპიტულაცია გამორიცხულია. ეს ხომ ჩვენი ყველას კაპიტულაციას ნიშნავს“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმები გერმანიისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

მერცმა მოსკოვი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ დამყარებულ პოლიტიკურ წესრიგზე ფუნდამენტურ დარტყმაში“ დაადანაშაულა.

„მოცემულ მომენტში ჩემს დიდ შეშფოთებას წარმოადგენს არა ჩვენი ეკონომიკა ან აშშ-ის, ანდა ჩინეთის, არამედ რუსეთის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე“, - დასძინა მან.

კანცლერის განცხადებით, საუბარია დივერსიებზე, კავშირგაბმულობის სისტემებზე ჰიბრიდულ თავდასხმებზე და გერმანიის დესტაბილიზაციის მცდელობებზე.

მერცის თქმით, ასეთი თავდასხმები ყოველ დღე ხდება, ხოლო მათ მნიშვნელობას ქვეყანაში დღემდე სათანადოდ არ აფასებენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს