ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა

ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარის მიერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარის მიერ…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და მედიის მიერ საპირისპირო ამბების გავრცელების მიუხედავად, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

„მიუხედავად მათი პროტესტისა და საპირისპირო ცრუ განცხადებებისა, ასევე ყალბი ახალი ამბების უწყვეტი კამპანიისა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აშშ-ის გამარჯვება რაც შეიძლება უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს, ირანი სრულად და უპირობოდ დათანხმდა უმაღლესი დონის ბირთვულ ინსპექციას განუსაზღვრელი ვადით (უსასრულოდ!!!). ეს უზრუნველყოფს „ბირთვულ კეთილსინდისიერებას“. თუ ისინი ამას არ დათანხმდებოდნენ, მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდებოდა!

ამისა და ირანის მიერ გაკეთებული სხვა მნიშვნელოვანი დათმობების გათვალისწინებით, დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს. თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე რჩება იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკადის აღდგენა საჭირო გახდება, რაც ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, - დაწერა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა თავის პოსტში აგრეთვე აღნიშნა, რომ ირანი მიიღებს ამერიკის მიერ ადრე გაყინულ ფულს, თუმცა მას ამერიკული მხარის ზედამხედველობის ქვეშ დახარჯავს.

„ფული ან/და სანქციებიდან გათავისუფლებული თანხები, რომლებსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს, სპეციალურ ანგარიშზე განთავსდება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გააკონტროლებს. ეს თანხები გამოყენებული იქნება საკვებისა და სამედიცინო მარაგების შესაძენად, ექსკლუზიურად შეერთებული შტატებიდან, მათ შორის ჩვენი შესანიშნავი ამერიკელი ფერმერების მიერ წარმოებული სიმინდის, ხორბლისა და სოიოს შესყიდვისთვის.

ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ირანს სასწრაფოდ სჭირდება. ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და მიმაჩნია, რომ აუცილებელია დახმარება ახლავე გავწიოთ, ვიდრე გვიანი არ გახდება. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს!“, - აღნიშნა მან.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს