ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 16

ზელენსკი: ტრამპმა ომის დასასრულებლად პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს

ზელენსკი: ტრამპმა ომის დასასრულებლად პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, თუ ის თავის რიტორიკას ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით შეცვლის. „ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად აიძულოს პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, თუ ის თავის რიტორიკას ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით შეცვლის. „ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად აიძულოს პ…

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, თუ ის თავის რიტორიკას ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით შეცვლის.

„ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად აიძულოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ტრამპს მარტივად შეუძლია გადაიტანოს თავისი რიტორიკა, რომელსაც ჩემი მისამართით იყენებს, პუტინზე. მას მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდევს. მას ამისთვის ხმა არ მიუცია. ამას კენჭი კონგრესმა უყარა. შესაძლოა მას და პუტინს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. არ ვიცი, რა ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ტრამპის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტია დამნაშავე აშშ-ში დიზელის ფასების ზრდაში, არასამართლიანი უწოდა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამს. სიტუაცია ენერგეტიკული ზავის წყალობით შეიცვლებოდა.

„პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინთან შეთანხმებას ვერ აღწევს. პუტინი მას უარს ეუბნება. ამიტომ ამას პრეზიდენტი არა პუტინს, არამედ მე მაბრალებს. ის ამერიკელებს უხსნის, რომ აშშ-ში ფასები იზრდება იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთს ვურტყამთ. ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრამპთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ვფიქრობ, რომ არასამართლიანია, როცა ამას მე მაბრალებს. ის კონტექსტს ამახინჯებს“, - თქვა ზელენსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს