ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

სასამართლომ ტრამპს BBC-ის საქმეზე ჩვენების მიცემა დაავალა

სასამართლომ ტრამპს BBC-ის საქმეზე ჩვენების მიცემა დაავალა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს BBC-ის წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ფიცის ქვეშ კითხვებზე პასუხის გაცემა 11 დეკემბრამდე მოუწევს. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის მოსამართლემ გასცა და აღნიშნა, რომ ვადის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს BBC-ის წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ფიცის ქვეშ კითხვებზე პასუხის გაცემა 11 დეკემბრამდე მოუწევს. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის მოსამართლემ გასცა და აღნიშნა, რომ ვადის…

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს BBC-ის წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელის ფარგლებში ფიცის ქვეშ კითხვებზე პასუხის გაცემა 11 დეკემბრამდე მოუწევს. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის მოსამართლემ გასცა და აღნიშნა, რომ ვადის დარღვევის შემთხვევაში პრეზიდენტს შესაძლოა სანქციები დაეკისროს, მათ შორის, უკიდურეს შემთხვევაში, სარჩელის განხილვა შეწყდეს, იუწყება BBC.

ტრამპი BBC-ის უჩივის გადაცემა Panorama-ს გამო, რომელშიც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე წარმოთქმული მისი სიტყვით გამოსვლის ორი სხვადასხვა მონაკვეთი ისე დაამონტაჟეს, რომ პრეზიდენტის განცხადების შინაარსი შეცვლილი სახით წარმოაჩინეს.

ტრამპმა 16 ოქტომბერს დაგეგმილ დაკითხვაში მონაწილეობაზე უარი თქვა და მიზეზად „ეროვნული მნიშვნელობის საკითხები“ დაასახელა. თუმცა BBC-ის ადვოკატმა ჩარლზ ტობინმა მაიამის სასამართლოში განაცხადა, რომ იმ დღეს ტრამპი ჯორჯიის შტატში საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და კითხვებზე პასუხის გაცემას კამპანიაში მონაწილეობა ამჯობინა.

საქმე ამჟამად მტკიცებულებების მოპოვების ეტაპზეა, როდესაც მხარეები ერთმანეთს საქმესთან დაკავშირებულ შიდა და სხვა დოკუმენტებსა და მასალებს წარუდგენენ. ტობინის განცხადებით, ამ ეტაპის დასრულებამდე ორი თვეა დარჩენილი, თუმცა ტრამპი ჯერ არ დაკითხულა.

აშშ-ის მაგისტრატმა მოსამართლემ ენჟოლიკ ლეტმა დაადგინა, რომ ტრამპი 11 დეკემბრამდე უნდა დაიკითხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა სანქციები დაეკისროს. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომა სარჩელის შეწყვეტა შეიძლება იყოს, თუ მტკიცებულებების მოპოვების ეტაპი არ გახანგრძლივდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს