ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 14

Reuters: რუსული დიზელით დატვირთული პირველი გემი აშშ-კენ გაემგზავრა

Reuters: რუსული დიზელით დატვირთული პირველი გემი აშშ-კენ გაემგზავრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული პირველი გემი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ტვირთი მალტის დროში ქვეშ მცურავი გემით გადააქვთ. განრიგის მიხედვით, საწვავი აშშ-ში 7 ნოემბე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული პირველი გემი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, ტვირთი მალტის დროში ქვეშ მცურავი გემით გადააქვთ. განრიგის მიხედვით, საწვავი აშშ-ში 7 ნოემბე…

40 000 ტონა რუსული დიზელით დატვირთული პირველი გემი ნიუ-იორკისკენ გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტვირთი მალტის დროში ქვეშ მცურავი გემით გადააქვთ. განრიგის მიხედვით, საწვავი აშშ-ში 7 ნოემბერს უნდა ჩავიდეს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხდება.

ტრამპმა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ აშშ-ში დიზელის ფასების შემცირების მიზნით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონის ზოგიერთი დებულების მოქმედების შეჩერება და ევროპის ქვეყნების გაფრთხილება, რომ, თუ ისინი საგანგებო რეზერვებიდან საწვავის დამატებით მარაგებს არ გამოუშვებდნენ, ვაშინგტონი ევროპისთვის დიზელის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს, წერს სააგენტო.

საზღვაო გადაზიდვების მონაცემებით, საშუალო ზომის ტანკერი Agioi Fanendes რუსეთში ბალტიის ზღვის პორტ პრიმორსკში 22 ოქტომბერს დაიტვირთა. გემს ულტრადაბალგოგირდიანი დიზელი გადააქვს, რომლის მოცულობაც 40 000 მეტრულ ტონას შეადგენს.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი დათანხმდა, გააუქმოს დიზელის ექსპორტზე მის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვა და საწვავი მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის აშშ-ს, მიაწოდოს.

ტრამპმა შეთანხმების შესახებ 9 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ გაიტანდა ექსპორტზე 300 000 ტონა დიზელს, რაც დაახლოებით 2,25 მილიონ ბარელს შეადგენს. ამას ნოემბერში დამატებით 500 000 ტონა, შემდეგ კი - კიდევ ერთი მილიონი ტონა უნდა მოჰყოლოდა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, წლის ბოლომდე ქვეყანას დიზელის ექსპორტის თვეში 3-3,5 მილიონ ტონამდე გაზრდა შეეძლება. ეს დაახლოებით ის მოცულობაა, რომელსაც რუსეთი საწვავის ექსპორტზე ჩვეულებრივ მიმართავდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს