ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 16

Reuters: ავსტრია ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე ოთხ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

Reuters: ავსტრია ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე ოთხ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატები ვენაში საქმიანობდნენ და მათი ქმედებები „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი“ იყო - ეს ფორმულირება, როგორც წესი, ჯა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატები ვენაში საქმიანობდნენ და მათი ქმედებები „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი“ იყო - ეს ფორმულირება, როგორც წესი, ჯა…

ავსტრია ოთხ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატები ვენაში საქმიანობდნენ და მათი ქმედებები „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი“ იყო - ეს ფორმულირება, როგორც წესი, ჯაშუშობას უკავშირდება, იუწყება Reuters-ი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ოთხივე დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ავსტრიის დატოვება დაევალა.

სამი მათგანი ავსტრიაში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, ერთი კი - ეუთოში რუსეთის წარმომადგენლობაში, სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე.

ამ გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან ავსტრიიდან გაძევებული რუსი დიპლომატების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, წერს Reuters-ი.

ავსტრია ნეიტრალური სახელმწიფოა, თუმცა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნის მთავრობები პოლიტიკურად უკრაინას უჭერენ მხარს.

Reuters-ის ცნობით, ავსტრიის ხელისუფლება, როგორც წესი, დიპლომატების გაძევების კონკრეტულ მიზეზებს საჯაროდ არ განმარტავს. თუმცა, მაისში, როდესაც ქვეყნიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევეს, ვენამ მიზეზად რუსეთის დიპლომატიური შენობების სახურავებზე განთავსებული ანტენების დიდი რაოდენობა დაასახელა. ავსტრიის მხარის შეფასებით, მათი გამოყენება ჯაშუშობისთვის შეიძლებოდა.

ვენა საერთაშორისო დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. ქალაქში განთავსებულია ეუთოს შტაბ-ბინა და გაეროს ორგანიზაციები, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს