ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

AXIOS: საწვავის ფასის ზრდის ფონზე, ავიაკომპანიები ბილეთებს აძვირებენ და ფრენებს ამცირებენ

AXIOS: საწვავის ფასის ზრდის ფონზე, ავიაკომპანიები ბილეთებს აძვირებენ და ფრენებს ამცირებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საავიაციო საწვავის მკვეთრი გაძვირება ავიაკომპანიების საქმიანობაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს. კომპანიები ბილეთების ფასებს ზრდიან, თვითმფრინავებში ძვირად ღირებული ადგილების წილს ზრდიან და ნაკლებად მომგებიან მარშრუტებზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საავიაციო საწვავის მკვეთრი გაძვირება ავიაკომპანიების საქმიანობაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს. კომპანიები ბილეთების ფასებს ზრდიან, თვითმფრინავებში ძვირად ღირებული ადგილების წილს ზრდიან და ნაკლებად მომგებიან მარშრუტებზე…

საავიაციო საწვავის მკვეთრი გაძვირება ავიაკომპანიების საქმიანობაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს. კომპანიები ბილეთების ფასებს ზრდიან, თვითმფრინავებში ძვირად ღირებული ადგილების წილს ზრდიან და ნაკლებად მომგებიან მარშრუტებზე ფრენებს ამცირებენ, იუწყება AXIOS-ი.

გამოცემის ცნობით, აშშ-ში ავიაბილეთების ფასები სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით გაიზარდა. ეს მთავრობის საავიაციო ტარიფების ფასების ინდექსის ზედიზედ მეათე თვიური ზრდა იყო. ამასთან, ინდექსმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

American Airlines-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საწვავზე გაწეული ხარჯები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 70%-ით გაიზარდა. ამან კომპანიას დამატებით 1,9 მილიარდი დოლარის ხარჯი მოუტანა და შემოსავლების ზრდის ეფექტი შეამცირა.

Southwest Airlines-მა და United Airlines-მა საწვავის გაძვირების გამო ამ კვირაში მოგების პროგნოზები შეამცირეს. Delta Air Lines კი ელოდება, რომ წელს საწვავზე გაწეული ხარჯები გასული წლის მაჩვენებელს 6 მილიარდი დოლარით გადააჭარბებს.

როგორც AXIOS-ი წერს, Southwest Airlines-ში მესამე კვარტალში მგზავრობის საშუალო ტარიფი წლიურ ჭრილში 26,9%-ით გაიზარდა და 231,69 დოლარი შეადგინა. ეს თანხა დამატებით გადასახადებს არ მოიცავს.

Delta Air Lines-ის შემთხვევაში, მესამე კვარტალში პრემიუმ კლასის ადგილებიდან მიღებული შემოსავალი 18%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადგილების რაოდენობა მხოლოდ 6%-ით იყო გაზრდილი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს