ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 5

მარკო რუბიო: უკრაინაში ომი მხოლოდ დონბასის რეგიონს უკავშირდება, ამ ომს სამხედრო გზით ვერ მოვაგვარებთ, ის მხოლოდ დიპლომატიური გზით დასრულდება

მარკო რუბიო: უკრაინაში ომი მხოლოდ დონბასის რეგიონს უკავშირდება, ამ ომს სამხედრო გზით ვერ მოვაგვარებთ, ის მხოლოდ დიპლომატიური გზით დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით , უკრაინაში ომი მხოლოდ დონბასის რეგიონს უკავშირდება. მარკო რუბიოს თქმით, კონფლიქტის დასრულება სამხედრო გზით შეუძლებელია. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით , უკრაინაში ომი მხოლოდ დონბასის რეგიონს უკავშირდება. მარკო რუბიოს თქმით, კონფლიქტის დასრულება სამხედრო გზით შეუძლებელია. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონ…

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინაში ომი მხოლოდ დონბასის რეგიონს უკავშირდება.

მარკო რუბიოს თქმით, კონფლიქტის დასრულება სამხედრო გზით შეუძლებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების რეალისტური გზა, რუბიომ უპასუხა, რომ გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებია.

„ეს ძალიან რთული კონფლიქტია. ვიცი, რომ პრეზიდენტმა მის მოგვარებას უზარმაზარი დრო დაუთმო. გვყავს ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე მუშაობენ, როგორ მიაღწიონ შედეგს და როგორ დაძლიონ მხარეებს შორის არსებული უთანხმოებები. მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ამ ომზე საუბრისას ადამიანები მუდმივად ამბობენ, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომია. სინამდვილეში, ეს ომი დონბასს ეხება. საუბარია ქვეყნის ერთ რეგიონზე. არსებითად, საქმე ეხება ამ ქვეყნის ტერიტორიის ერთ ნაწილში არსებული ტერიტორიის 11 პროცენტს, რომლის დაუფლებაც რუსეთს სურს, თუმცა სამხედრო გზით ვერ ახერხებს, უკრაინა კი მის დათმობას არ აპირებს. უკრაინას ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები აქვს – ეს მის სუვერენიტეტსა და გრძელვადიან უსაფრთხოებას უკავშირდება. ამიტომ მთავარი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა ისეთი კომპრომისის მიღწევა, რომლისთვისაც ორივე მხარეს გარკვეული დათმობების გაკეთება მოუწევს ომის დასასრულებლად. ამ ომს სამხედრო გზით ვერ მოვაგვარებთ. ეს ომი მხოლოდ დიპლომატიური გზით დასრულდება. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა ისეთი შედეგის მიღწევა, როდესაც ორივე მხარე რაღაც სარგებელს მიიღებს, ამავდროულად დათმობებზეც წავა და კონფლიქტი დასრულდება. ეს რთული პროცესია, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ამის გაკეთება შეუძლებელია, თუ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება და ერთმანეთს არ დაელაპარაკება. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში მედიატორის როლი შევასრულოთ. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ. არ ვამტკიცებთ, რომ მხარეების ერთ ოთახში შეკრება პრობლემას ავტომატურად მოაგვარებს, მაგრამ თუ მათ ერთ მაგიდასთან ვერ დავსვამთ, კონფლიქტის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება“, – განაცხადა რუბიომ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს