ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ალექსანდრ ვუჩიჩი: არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა

ალექსანდრ ვუჩიჩი: არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ „ალექსანდრ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთის“ სიის ლიდერმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა . მისივე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ „ალექსანდრ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთის“ სიის ლიდერმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა . მისივე…

არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ „ალექსანდრ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთის“ სიის ლიდერმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

„საბოლოო შედეგები არ გვაქვს. მინდა, გაცნობოთ, რომ „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა. მას 135-დან 140-მდე ადგილი ექნება, ჩვენ კი დაახლოებით – 105“, – თქვა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩის თქმით, პარლამენტში შესვლას ასევე შეძლებენ „ვოევოდინას უნგრელების ალიანსი“, ასევე ალბანური უმცირესობისა და SDA-ს წარმომადგენლები.

„პარლამენტში „ვოევოდინას უნგრელები“ სამი ადგილით შევლენ, ხოლო „ალბანელები“ და, ვფიქრობ, SDA ერთი ადგილით. ჩვენ დაახლოებით 1 720 000 ხმა გვაქვს, „სტუდენტურ სიას“ დაახლოებით – 2 200 000“, – თქვა ვუჩიჩმა.

მან ასევე განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ის ქვეყნის დატოვებას აპირებს. ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ „სერბეთის პროგრესული პარტია“ გააგრძელებს ბრძოლას და აჩვენებს, თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყოფნა. ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია დარჩება ერთიანი და ძლიერი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს