ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

სერბეთის პარტია „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთი ლიდერი: მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ არც ერთი ძალა არ არის მათ ნებაზე ძლიერი

სერბეთის პარტია „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთი ლიდერი: მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ არც ერთი ძალა არ არის მათ ნებაზე ძლიერი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მადლობას გიხდით ნდობისთვის, გამბედაობისა და იმის რწმენისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია, მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ არც ერთი ძალა არ არის მათ ნებაზე ძლიერი, – ამის შესახებ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მადლობას გიხდით ნდობისთვის, გამბედაობისა და იმის რწმენისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია, მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ არც ერთი ძალა არ არის მათ ნებაზე ძლიერი, – ამის შესახებ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტი…

მადლობას გიხდით ნდობისთვის, გამბედაობისა და იმის რწმენისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია, მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ არც ერთი ძალა არ არის მათ ნებაზე ძლიერი, – ამის შესახებ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტია „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რადომირ საიჩიჩმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გამარჯვება ყველას ეკუთვნის და მას პასუხისმგებლობა ახლავს თან.

„ეს მხოლოდ შედეგებს არ ეხება, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიჯერეს და განაგრძეს ბრძოლა. ეს არის გამარჯვება შიშზე, მადლობა ყოველი მსხვერპლისთვის და ყოველი ძალისხმევისთვის. ეს გამარჯვება არავის გამარჯვების თასი არ არის, არამედ მოქალაქეების გამარჯვებაა, მაგრამ გამარჯვება პასუხისმგებლობასაც მოითხოვს“, – თქვა საიჩიჩმა.

მისივე თქმით, არც ერთი შიში არ არის სერბების გამბედაობაზე ძლიერი და ვერცერთი ძალა ვერ შეძლებს, სამუდამოდ დაძლიოს ხალხი, რომელმაც გადაწყვიტა, ბედი საკუთარ ხელში აიღოს.

საიჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი არამხოლოდ ადგილია რუკაზე, არამედ ეს არის ხალხი, რომელსაც ცვლილებები სურდა.

„სერბეთი არ არის მხოლოდ რუკაზე არსებული ქვეყანა, სერბეთი არის ხალხი, რომელმაც აჩვენა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. სტუდენტებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად იმედმაც. გმადლობთ ნდობისთვის, გამბედაობისთვის და იმის რწმენისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია“, – განაცხადა საიჩიჩმა „სტუდენტური სიის – სტუდენტების გამარჯვების“ სახელით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს