ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 4

WSJ: აშშ-მა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა

WSJ: აშშ-მა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს . აშშ-ის სახელმწიფო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს . აშშ-ის სახელმწიფო…

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, ორბანს „განსაკუთრებული სირთულის გარეშე“ შეუძლია უშიშროების საბჭოში 15-დან 8 ხმის მოპოვება.

აშშ-ის წარმომადგენელმა ორბანს „MAGA-ს (Make America Great Again) კონსერვატორებისთვის საოცნებო კანდიდატი“ უწოდა. ეს დიდწილად უკავშირდება ორბანის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო მასობრივი მიგრაციის, ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე უნგრეთის ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის წინააღმდეგ.

The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი და ჩინეთი ამ იდეას მხარს უჭერენ. აშშ-ისა და კიდევ ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ როდესაც აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ერთი და იგივე რამ სურთ, როგორც წესი, ისინი ამას აღწევენ კიდეც.

ამერიკელი ოფიციალური პირები დაუკავშირდნენ ორბანს და გაარკვიეს, რომ ის მზად არის, ეს წინადადება განიხილოს. ამასთან, ორბანი არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, თუ გამარჯვებაში დარწმუნებული არ იქნება. მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

გაეროს მოქმედი გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება.

ვიქტორ ორბანს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 16 წლის განმავლობაში ეკავა. უნგრეთში 2026 წლის 12 აპრილს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინ, ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა პრემიერს, თუმცა საბოლოოდ ორბანის პარტია „ფიდესი“ დამარცხდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს