ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას იქამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს. ზელენსკიმ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები „აგრესი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას იქამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს. ზელენსკიმ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები „აგრესი…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ უნდა მოიხსნას იქამდე, ვიდრე მოსკოვი ომს არ დაასრულებს.

ზელენსკიმ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები „აგრესიისთვის და არა საუბრის შესაძლებლობისთვის“ დაწესდა.

„გარკვეული სანქციების მოხსნის პროცედურა არსებობს. სანქციები რუსეთის ფედერაციის აგრესიის, ჩვენი საზღვრების გადაკვეთის, უკანონო ოკუპაციისა და მკვლელობების გამო დაწესდა. სწორედ ამისთვის დაწესდა სანქციები. ამიტომ, სანქციების მოხსნა მხოლოდ ომის დასრულებას, დიპლომატიას, სახელმწიფოს აღდგენის გაგებას და უსაფრთხოების გარანტიებს შეგვიძლია დავუკავშიროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რთული იქნება რუსეთისთვის სანქციების თავიდან დაწესება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მოხსნილია.

„ჩემი აზრით, სანქციების გარეშე და სამმხრივ ფორმატში დარჩენით, შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც არაფერია ნათელი. რა მოხდება შემდეგ? სანქციები უკვე მოხსნილია. ვის აქვს ის ძალა, რაც ომის დასაწყისში გვქონდა, რომ ხელახლა დავაწესოთ ყველა ეს სანქცია, გავაერთიანოთ ხალხი ისე, რომ მთელ მსოფლიოში 20-ზე მეტი პაკეტი იყოს? ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს