ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა . „სრულიად ცხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა . „სრულიად ცხ…

პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

„სრულიად ცხადია, რომ ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ერთი კმაყოფილი დამკვირვებელია და ეს აგრესორია“, - განაცხადა პინიომ უკრაინასა და პოლონეთს შორის დავის შედეგების კომენტირებისას.

პრესსპიკერმა დააზუსტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25-26 ივნისს გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას არ დაესწრება, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის სიგნალია. თუ რაიმე ვისწავლეთ უკრაინაში ამ გაუმართლებელი ომის პირობებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს არის ის, რომ ერთიანობა ჩვენი უძლიერესი იარაღია“, - დასძინა მან.

პაულა პინიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველაფერი, რაც ამ ერთიანობას ძირს უთხრის, მათ შორის დავები, ამ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოსა და უკრაინას შორის, სასარგებლო არ არის“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს