ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

სერბეთის „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთი ლიდერი: ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და ბევრ შემთხვევაში მფარველს - ამ მიმართულებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება

სერბეთის „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთი ლიდერი: ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და ბევრ შემთხვევაში მფარველს - ამ მიმართულებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა, პროფესორმა იოვო ბაკიჩმა განაცხადა , რომ სერბეთის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს. ბაკიჩმა უარყო ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადება იმის შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა, პროფესორმა იოვო ბაკიჩმა განაცხადა , რომ სერბეთის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს. ბაკიჩმა უარყო ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადება იმის შ…

„სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა, პროფესორმა იოვო ბაკიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს.

ბაკიჩმა უარყო ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადება იმის შესახებ, თითქოს სანქციების დაწესება რამდენიმე თვეში იგეგმებოდა.

„ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს, ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორსა და ბევრ შემთხვევაში მფარველს. ამ მიმართულებით [ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში] არაფერი შეიცვლება“, - აღნიშნა მან გადაცემაში „სერბეთი ირჩევს“.

მისივე თქმით, სერბეთმა საკუთარ თავზე გამოცადა გაეროს სანქციები და კარგად იცის, რამხელა დარტყმაა ეს ქვეყნისთვის.

„პატარა სერბეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთისთვის არაფერს შეცვლის, თუმცა სიმბოლურად ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა მან.

პროფესორმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიდა რეფორმებზეც და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს