ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

„როიტერი“: რუსეთის მთავრობის მიერ ექსპორტზე კვოტების გაცემის შემდეგ, რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები დიზელის საწვავის წარმოებას ზრდიან

„როიტერი“: რუსეთის მთავრობის მიერ ექსპორტზე კვოტების გაცემის შემდეგ, რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები დიზელის საწვავის წარმოებას ზრდიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის მთავრობის მიერ ექსპორტზე კვოტების გაცემის შემდეგ რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები ოქტომბერში დიზელის საწვავის წარმოებას ზრდიან. ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს . გადაწყვეტილება კრემლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის მთავრობის მიერ ექსპორტზე კვოტების გაცემის შემდეგ რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები ოქტომბერში დიზელის საწვავის წარმოებას ზრდიან. ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს . გადაწყვეტილება კრემლ…

რუსეთის მთავრობის მიერ ექსპორტზე კვოტების გაცემის შემდეგ რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები ოქტომბერში დიზელის საწვავის წარმოებას ზრდიან. ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება კრემლსა და შეერთებულ შტატებს შორის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა.

ტრეიდერების განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან რუსეთის მთავრობამ დიზელის ექსპორტზე მოქმედ აკრძალვაზე გამონაკლისების დაშვება დაიწყო და კვოტები გასცა, რაც რუსეთს ტრამპთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საწვავის მიწოდების შესაძლებლობას აძლევდა.

წყაროების განცხადებით, ოქტომბრის პირველ ნახევარში რუსეთში დიზელის საწვავის დღიური წარმოება დაახლოებით 160 000 ტონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც სექტემბერში ის დღეში 175 000 ტონას შეადგენდა. თვის შუა რიცხვებში კი, ახალი საექსპორტო კვოტების მიღების შემდეგ წარმოებამ ზრდა დაიწყო და დღეში დაახლოებით 180 000 ტონას მიუახლოვდა.

ამავე წყაროების ცნობით, ოქტომბერში შიდა მოხმარება, როგორც წესი, დღეში დაახლოებით 140 000 ტონამდე მცირდება. მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ ექსპორტისთვის დღეში, სულ მცირე, 40 000 ტონა დიზელი იქნება ხელმისაწვდომი, რაც თვეში ერთ მილიონ ტონაზე მეტია. წყაროების თქმით, ამ მოცულობიდან დაახლოებით 200 000-დან 300 000 ტონამდე შეიძლება მეზობელი ქვეყნებისთვის გახდეს საჭირო. ისინი ელოდებიან, რომ მთავრობა ექსპორტის აკრძალვას ძალაში დატოვებს და ექსპორტის რეგულირებისთვის კვოტებს გამოიყენებს, ამასთან, გააკონტროლებს შიდა ბაზარსა და წარმოების ცვლილებებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდიდა 300 000 მეტრულ ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, რაც დაახლოებით 2,25 მილიონ ბარელს შეადგენს. მისი თქმით, ნოემბერში რუსეთი დამატებით – 500 000 ტონას, ამის შემდეგ კი კიდევ ერთ მილიონ ტონას მიაწვდიდა. ტრამპის განცხადებით, რუსეთი დამატებით 3 მილიონ ტონა საწვავსაც მიაწვდიდა, რაც მისი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობაზე იქნებოდა დამოკიდებული. გარიგების ფარგლებში მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელსაც 40 000 ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს, ნიუ იორკისკენ 23 ოქტომბერს გაემართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს