ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

უკრაინის ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინის ოლეშკის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის ხერსონის ოლქის ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული მისიის ჩატარების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ომბუდსმენზე დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს . ცეცხლის შეწყვეტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის ხერსონის ოლქის ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული მისიის ჩატარების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ომბუდსმენზე დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს . ცეცხლის შეწყვეტის…

უკრაინის ხერსონის ოლქის ოლეშკის რაიონში ჰუმანიტარული მისიის ჩატარების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ომბუდსმენზე დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიევის დროით 03:00, ხოლო მოსკოვის დროით 04:00 საათზე ამოქმედდა.

„მხარეები იცავენ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან იანა ლანტაროვასთან ერთად, როგორც მომლაპარაკებელი ჯგუფების ხელმძღვანელებმა, მივაღწიეთ“, - აღნიშნავს ლუბინეცი.

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ჰუმანიტარულ მისიას ის და რუსეთის ომბუდსმენი აშშ-ის პირველ ლედისთან მელანია ტრამპთან კოორდინაციით ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პირველმა ლედიმ უკრაინის ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომამდე ოლეშკის მოსახლეობა დაახლოებით 24 000 იყო, ახლა კი იქ დაახლოებით, 1 700 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 47 ბავშვია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს