ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

DW: გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია ხუთამდე ადამიანი

DW: გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია ხუთამდე ადამიანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის ქალაქ ნოიშტადტ ამ რიუბენბერგეში BMW მარკის ავტომობილი ხალხში განზრახ შევარდა, რის შედეგადაც ოთხიდან ხუთამდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს . პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულებს საკმაოდ მძიმე დაზიანებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის ქალაქ ნოიშტადტ ამ რიუბენბერგეში BMW მარკის ავტომობილი ხალხში განზრახ შევარდა, რის შედეგადაც ოთხიდან ხუთამდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს . პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულებს საკმაოდ მძიმე დაზიანებ…

გერმანიის ქალაქ ნოიშტადტ ამ რიუბენბერგეში BMW მარკის ავტომობილი ხალხში განზრახ შევარდა, რის შედეგადაც ოთხიდან ხუთამდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულებს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ქვემო საქსონიის ფედერალურ მხარეში, ჰანოვერის მახლობლად, გვიან ღამით მოხდა.

პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე რუტინული საგზაო შემოწმების დროს მისულმა პატრულმა ავტომობილის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა.

პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ავტომობილიდან რამდენიმე ეჭვმიტანილი გადმოვიდა და ფეხით მიიმალა. ისინი ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.

„მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობა და თითოეული მონაწილე პირის ზუსტი როლი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

გამოძიების წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ. პოლიციის ვარაუდით, თავდამსხმელების სამიზნე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი იყო და მომხდარი შემთხვევითი ხასიათის არ ყოფილა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს