ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მედია: თურქეთში ტორნადოს შედეგად ოთხი მშენებელი დაიღუპა, ერთი დაშავდა

მედია: თურქეთში ტორნადოს შედეგად ოთხი მშენებელი დაიღუპა, ერთი დაშავდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთის სამხრეთით, ანტალიაში ტორნადომ სამშენებლო ობიექტზე მუშებისთვის განკუთვნილი ორი საცხოვრებელი კონტეინერი დაანგრია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს . ძლიერმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთის სამხრეთით, ანტალიაში ტორნადომ სამშენებლო ობიექტზე მუშებისთვის განკუთვნილი ორი საცხოვრებელი კონტეინერი დაანგრია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს . ძლიერმა…

თურქეთის სამხრეთით, ანტალიაში ტორნადომ სამშენებლო ობიექტზე მუშებისთვის განკუთვნილი ორი საცხოვრებელი კონტეინერი დაანგრია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ძლიერმა ქარმა კონტეინერები დააზიანა და შიგნით მყოფი ხუთივე მუშა გარეთ გაისროლა. ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეხუთეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ანტალიის გუბერნატორის, ჰულუსი შაჰინის განცხადებით, ტორნადომ სამშენებლო მოედანზე ამწეც გადმოაგდო, თუმცა ამ შემთხვევას დამატებითი მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ქალაქის სხვა უბნებში შტორმისა და ტორნადოს შესახებ შეტყობინებები არ შესულა, მიმდებარე შენობები არ დაზიანებულა.

თურქეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, ანტალიაში ძლიერი წვიმის გამო ყვითელი დონის საფრთხე აამოქმედა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს ტერიტორიის შემოწმება, რათა დადგინდეს, ხომ არ იყო სხვა დაშავებული ან დაღუპული. ტორნადომ ასევე დააზიანა ერთ-ერთი საბავშვო ბაღის სახურავი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს