ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

Reuters: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს

Reuters: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ა…

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, ალექსანდრ სტუბთან და იონას გარ სტორესთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მთელი დონბასის ხელში ჩაგდების მიზანთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

„ევროპელმა ლიდერებმა საპასუხოდ ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, - აღნიშნა Reuters-ის წყარომ.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი 27 ოქტომბერს გამართეს. მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი დასრულების შესაძლო გზები განიხილეს.

ზარამდე ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა კონსულტაციები გაიარეს კიევთან, რათა აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ რუსული მხარისთვის უკრაინის პოზიცია მიეწოდებინათ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს