ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

უკრაინული მედია: „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ამზადებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს

უკრაინული მედია: „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ამზადებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს.…

„საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის განკუთვნილ დოკუმენტებში არ იგეგმება კონკრეტული ვადების მითითება, თუ როდის უნდა დაასრულონ ამ ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების საპარლამენტო-საკანონმდებლო პროცესი.

„ამ ეტაპზე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების სავარაუდო დასრულების არანაირი თარიღის დადგენა არ იგეგმება“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

სხვა წყარომ დააზუსტა, რომ გაფართოების პაკეტის გამოქვეყნებამდე დარჩენილ კვირაში „საგზაო რუკების“ ფორმირებისადმი მიდგომები შესაძლოა შეიცვალოს, რის გამოც „ამჟამად არცერთი ვერსია არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ“.

ევროკომისია გაფართოების ყოველწლიური პაკეტის წარდგენას ოთხშაბათს, 4 ნოემბერს გეგმავს.

Європейська правда-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ მოლაპარაკებების 2029 წლის ბოლოს დასრულებას ითვალისწინებდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს