ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 6

ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი: ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ -დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს

ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი: ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ -დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ, - ამბობს ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი კორინა ამზა. მისი თქმით, საერთაშორისო BPO კომპა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ, - ამბობს ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი კორინა ამზა. მისი თქმით, საერთაშორისო BPO კომპა…

ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ, - ამბობს ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი კორინა ამზა.

მისი თქმით, საერთაშორისო BPO კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი მიმართულებაა.

„ვფიქრობ, საერთაშორისო BPO კომპანიებისთვის აქ განსაკუთრებით მიმზიდველია უცხო ენების ცოდნის დონე და კვალიფიციური კადრები. ამასთან, ბიზნესის დაწყებაც საკმაოდ მარტივია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა კადრების მოძიება არა მხოლოდ ოპერატორების, არამედ პროექტების მართვისა და IT მიმართულებითაც. ვფიქრობ, საქართველოში ამ მხრივ დიდი პოტენციალია“, - ამბობს კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი, რომელიც იმ ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთა, რომლებიც ქვეყანას ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს.

კორინა ამზა არ გამორიცხავს, რომ Refurbed-ის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს.

„დიახ, ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს. ასევე, ვთანამშრომლობ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც BPO ოპერაციებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. მაგალითად, შესაძლებელია ოპერაციების ფილიპინებიდან საქართველოში გადმოტანაც. ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ძალიან მომეწონა ინვესტიციების სააგენტოს პრეზენტაცია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია საქართველოში არსებული საკადრო პოტენციალის, ბიზნესის დაწყების სიმარტივისა და იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ქვეყანა. ასევე, საინტერესო იყო საქართველოს შრომითი კანონმდებლობის გაცნობა. ჩემთვის საინტერესო იყო უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაც. მაგალითად, განსაკუთრებით მაინტერესებს საერთო სამუშაო სივრცეები“, - აღნიშნა Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს