ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთში, მადრიდისა და სამხრეთით მდებარე ანდალუსიის რეგიონის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთში, მადრიდისა და სამხრეთით მდებარე ანდალუსიის რეგიონის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი…

ესპანეთში, მადრიდისა და სამხრეთით მდებარე ანდალუსიის რეგიონის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters- კასტილია-ლა მანჩის რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კასტილია-ლა მანჩის რეგიონული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ლიანდაგიდან გადასული მატარებელი, რომლის სულ მცირე ერთი ვაგონი ამაღლებულ სარკინიგზო მონაკვეთზეა გაჩერებული. ლიანდაგის ქვემოთ, ფერდობზე, დაზიანებული ლითონის კონსტრუქციები, დამსხვრეული პანელები და მატარებლის ნამსხვრევებია მიმოფანტული.

რადიო COPE-თან საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა, მიგელმა, რომელიც კოლეგებთან ერთად ერთ-ერთი მატარებლის ბოლო ვაგონში იმყოფებოდა, ავარიის მომენტი გაიხსენა.

„ძლიერი გრუხუნი გავიგონეთ, ისეთი ძლიერი დარტყმა, რომელიც დაახლოებით 10 წამს გაგრძელდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მატარებელი ლიანდაგიდან უნდა გადასულიყო. მარჯვენა მხარეს მდებარე ფანჯრიდან დაზიანებული მატარებელი დავინახეთ. ვფიქრობ, ის მეორე მატარებელი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა მგზავრმა.

კასტილია-ლა მანჩის რეგიონულმა მთავრობამ დაადასტურა, რომ დაღუპულთა რაოდენობა თავდაპირველად გავრცელებული 10-დან 30-მდე გაიზარდა. მანამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაზრდილიყო.

როგორც Reuters-ი წერს, ესპანეთში მსგავსი მასშტაბის სარკინიგზო ავარია ცხრა თვის წინაც მოხდა. იანვარში, კორდობის პროვინციაში, ადამუსის მახლობლად, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. იმ შემთხვევას 46 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს