ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის მარშრუტის“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა „ტრამპის მარშრუტის“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის ეროვნულმა კრებამ რატიფიცირება მოახდინა TRIPP-ის ჩარჩო ხელშეკრულების, რომელიც „ტრამპის მარშრუტით“ არის ცნობილი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.რატ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის ეროვნულმა კრებამ რატიფიცირება მოახდინა TRIPP-ის ჩარჩო ხელშეკრულების, რომელიც „ტრამპის მარშრუტით“ არის ცნობილი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.რატ…

სომხეთის ეროვნულმა კრებამ რატიფიცირება მოახდინა TRIPP-ის ჩარჩო ხელშეკრულების, რომელიც „ტრამპის მარშრუტით“ არის ცნობილი. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

რატიფიცირებას მხარი 63 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 32 იყო.

შეთანხმება სარატიფიკაციოდ პარლამენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარუდგინა. როგორც მირზოიანმა განხილვის დროს განაცხადა, მარშრუტის მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე იქნება, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს.

მინისტრის განცხადებით, პროექტი ყველა რეგიონული კომუნიკაციის განბლოკვას გულისხმობს, რაც სომხეთს აზერბაიჯანის გავლით მესამე ქვეყნებთან დააკავშირებს, ხოლო აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან ნახიჩევანთან ექნება პირდაპირი კავშირი.

შეთანხმების თანახმად, შეიქმნება კომპანია TRIPP Development Company, აქციების 26% სომხეთის საკუთრება იქნება, ხოლო 74% - აშშ-ის. შეთანხმების ვადა 49 წელი იქნება. თუ 49 წლის შემდეგ მხარეები შეთანხმებას 50 წლით გაახანგრძლივებენ, მაშინ სომხეთის წილი პროექტში 49%-მდე გაიზრდება, ხოლო ამერიკის - 51%-მდე შემცირდება.

შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ხელი 2026 წლის 1 ივნისს ვაშინგტონში არარატ მირზოიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის მოეწერა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს