ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

მედია: საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა

მედია: საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ადამიანის უფლებათა ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ადამიანის უფლებათა ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას ი…

საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ადამიანის უფლებათა ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვიშეგრად 24” ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ადამიანის უფლებათა ლიგა (LDH) (საფრანგეთი) მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 603 140 ევროს ღირებულების პროექტში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) გამოაცხადა ევროკომისიის დაფინანსების პარტნიორობა 2023–2027 წლებისთვის, რომელიც შეადგენს 5.56 მილიონ ევროს, მსოფლიო ორგანიზაციამ „წამების წინააღმდეგ“ (OMCT) მიიღო დაახლოებით 1.93 მილიონი შვეიცარიული ფრანკი ევროკომისიისგან 2024 წელს და კიდევ 620 617 ფრანკი ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდებიდან“, ARCI (იტალია) მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში (ღირებულებით 603 140 ევრო), CGIL პროფკავშირების კონფედერაცია (იტალია) კი კოორდინაციას უწევდა ცალკეულ 270 520 ევროს ღირებულების ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტს.

პარალელურად, ანგარიში მომზადდა Fox News Digital-ის გამოძიების საფუძველზე, რომელმაც 13 ქვეყანაში 101 ისეთი ორგანიზაცია გამოავლინა, რომლებიც „არეულობებს კოორდინაციას უწევდნენ, ორგანიზებას უკეთებდნენ ან მათ მასშტაბებს ზრდიდნენ“. ანგარიშის თანახმად, კომუნისტური, სოციალისტური და რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციების მზარდი რაოდენობა ეხმაურება მორიგ მოწოდებას, რომ პარასკევს, 20 ნოემბერს ევროპის მასშტაბით ახალგაზრდების კოორდინირებული გაფიცვა გამართონ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს