ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.ფიზიკური დაპირისპირება მმართვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.ფიზიკური დაპირისპირება მმართვ…

სომხეთის ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის ტარონ ჩახოიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

გამოსვლის დროს ჩახოიანმა მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენელი ნარეკ კარაპეტიანი და ბიძამისი სამველ კარაპეტიანი, რომელიც ოპოზიციიდან სომხეთის პრემიერობის კანდიდატი იყო.

კარაპეტიანი ადგილიდან წამოდგა და ტრიბუნასთან მივიდა, სადაც ჩახოიანი იდგა. ამის შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც სხვა დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა შესვენება გამოაცხადა. დაპირისპირება პარლამენტის შენობის დერეფნებშიც გაგრძელდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს