ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 6

El Mundo: მატარებლების კატასტროფის შემდეგ მადრიდში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

El Mundo: მატარებლების კატასტროფის შემდეგ მადრიდში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პოლიციამ ტრანსპორტის სამინისტროს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პოლიციამ ტრანსპორტის სამინისტროს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინ…

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პოლიციამ ტრანსპორტის სამინისტროს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ოსკარ პუენტესა და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას მოჰყვა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა საღამოს, დაახლოებით 21:30 საათზე დაიწყო. პოლიციის სპეციალური დანიშნულების დანაყოფის თანამშრომლებმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. მისი მონაწილეები მთავრობის ხელმძღვანელებისა და ტრანსპორტის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და მათ გადადგომას მოითხოვდნენ.

პროტესტი ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასა და ლოს-იებენესს შორის მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას მოჰყვა. ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. ტრაგედიის შემდეგ ციფრულ პლატფორმებზე გავრცელდა აქციების მოწოდებები ლოზუნგით „მოვითხოვთ პასუხისმგებლობმა, პასუხი აგონ“.

თავდაპირველად, საღამოს 19:00 და 20:00 საათისთვის დაგეგმილ შეკრებებზე მოქალაქეთა მცირე რაოდენობა მივიდა. თუმცა, დაახლოებით 20:30 საათზე სამინისტროს შენობასთან დემონსტრანტების რაოდენობა გაიზარდა. შეკრებილები საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ და ოსკარ პუენტეს გადადგომას მოითხოვდნენ. მათ შორის ისმოდა შეძახილიც „ოსკარ პუენტე მკვლელია“.

ვითარება თანდათან გამწვავდა და დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის პირდაპირი დაპირისპირება დაიწყო. ქუჩაში მომხდარმა არეულობამ და დაზიანებებმა პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გამოიწვია.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს