ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

POLITICO: ისრაელში არჩევნების შემდეგ ვაშინგტონს ნეთანიაჰუ მობეზრდა

POLITICO: ისრაელში არჩევნების შემდეგ ვაშინგტონს ნეთანიაჰუ მობეზრდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის არჩევნებში პოლიტიკური ჩიხის ჩამოყალიბებამ ვაშინგტონში გააქრო იმედი, რომ აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობების სწრაფი გადატვირთვა შესაძლებელი იქნებოდა. სტა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის არჩევნებში პოლიტიკური ჩიხის ჩამოყალიბებამ ვაშინგტონში გააქრო იმედი, რომ აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობების სწრაფი გადატვირთვა შესაძლებელი იქნებოდა. სტა…

ისრაელის არჩევნებში პოლიტიკური ჩიხის ჩამოყალიბებამ ვაშინგტონში გააქრო იმედი, რომ აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობების სწრაფი გადატვირთვა შესაძლებელი იქნებოდა. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორც „დემოკრატიულ“, ისე „რესპუბლიკურ“ პარტიებში, სულ უფრო მეტად დაიძაბა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნეთანიაჰუს ღიად უჭერს მხარს, თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი იმედოვნებდა, რომ ისრაელის ოპოზიცია გაიმარჯვებდა და ნეთანიაჰუს პოლიტიკის შედეგად გაუარესებული ურთიერთობების გამოსწორებას დაიწყებდა.

„ეს იქნებოდა შესაძლებლობა, შეგვეჩერებინა მდგომარეობის გაუარესება და ისრაელი უფრო ნაკლებად პროვოკაციული მეთოდებით გვემართა“, - განუცხადა POLITICO-ს ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში არსებული განწყობების შეფასებისას. „აქ ნეთანიაჰუს მიმართ დაღლილობა იგრძნობა“.

ვაშინგტონში ნეთანიაჰუს მთავრობის კრიტიკოსები პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ნაწილში არიან წარმოდგენილი. მათ შორის არიან „დემოკრატები“, როგორც ზომიერი, ისე პროგრესული ფრთის წარმომადგენლები, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელეები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, და მოძრაობა MAGA-ს მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც აშშ-ის უცხოურ ომებში ჩართვას ეწინააღმდეგება.

მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუს კონგრესში მოკავშირეებიც ჰყავს, მათ შორის სენატის ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ტედ კრუზი და „დემოკრატი“ სენატორი ჯონ ფეტერმანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ კრიტიკა სულ უფრო ხშირად ისმის.

„დემოკრატმა“ სენატორმა კრის მერფიმ განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომიდან აშშ-ის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.

„თუ ის ხელახლა აირჩევა, ტრამპზე კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და ირანში რეჟიმის შეცვლის პოლიტიკის გაგრძელებას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა მერფიმ.

ხუთშაბათისთვის ხმების ნაწილობრივი დათვლის შედეგებით, ვერც ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირეებმა და ვერც ოპოზიციის ლიდერის გადი აიზენკოტის პარტია „იაშარმა“ და მისმა ბლოკმა ვერ მოიპოვეს 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობისთვის საკმარისი მანდატები.

შედეგად, ისრაელში მთავრობის ფორმირების პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. თუ პოლიტიკურ ძალებს კოალიციის შექმნა არ გამოუვათ, ქვეყანაში შესაძლოა ვადამდელი არჩევნების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართოს.

ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში მომავალ კვირას დაგეგმილი შუალედური არჩევნების დროს ისრაელში გადაწყვეტილებების მიმღებად კვლავ ნეთანიაჰუ დარჩება და მან შესაძლოა ძალაუფლება ამის შემდეგაც დიდი ხნით შეინარჩუნოს, წერს გამოცემა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს