ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

Reuters: ბულგარეთში Starlink-ის ანტენების დაწვის საქმეზე ორი პირი გერმანიაში დააკავეს - ოფიციალური სოფია მათ ექსტრადიციას ითხოვს

Reuters: ბულგარეთში Starlink-ის ანტენების დაწვის საქმეზე ორი პირი გერმანიაში დააკავეს - ოფიციალური სოფია მათ ექსტრადიციას ითხოვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ბულგარეთში Starlink-ის კუთვნილი ანტენების დაწვა ედებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ბულგარეთში Starlink-ის კუთვნილი ანტენების დაწვა ედებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს…

გერმანიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ბულგარეთში Starlink-ის კუთვნილი ანტენების დაწვა ედებათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახლა გერმანიის სასამართლომ უნდა განიხილოს დაკავებულების ექსტრადიციის საკითხი. მათი ექსტრადიცია ბულგარეთმა უკვე მოითხოვა.

დიუსელდორფის პროკურატურის წარმომადგენლის ცნობით, 19 წლის ეჭვმიტანილები გასულ პარასკევს დააკავეს. ისინი გერმანიის ქალაქ დუისბურგსა და მორსში ცხოვრობენ. ამჟამად ისინი პატიმრობაში რჩებიან, სანამ დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის სასამართლო ბულგარეთის ექსტრადიციის მოთხოვნას განიხილავს.

ბულგარეთის ხელისუფლება მათ სოფიის მახლობლად, ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთით, SpaceX-ის Starlink-ის ანტენების დაწვას ედავება. ბულგარეთის მხარემ მათზე დაკავების ევროპული ორდერიც გასცა.

ბულგარელი პროკურორების ვერსიით, ეჭვმიტანილები ქვეყანაში სერბეთიდან 9 ოქტომბერს შევიდნენ, რამდენიმე საათი დაჰყვეს და შემდეგ სერბეთში დაბრუნდნენ.

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დერმენჯიევმა განაცხადა, რომ ელის ეჭვმიტანილების ბულგარეთის ხელისუფლებისთვის გადაცემას. მისი თქმით, მათ ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ სახელმწიფოშიც ჩაიდინეს მსგავსი ქმედება, თუმცა მინისტრს დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

Starlink-ის სატელიტურ კავშირს უკრაინა ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის ფართოდ იყენებს. გარდა ამისა, უკრაინული დრონების დიდი ნაწილი Starlink-ის მიმღებებით არის აღჭურვილი, რომლებიც მართვისა და ნავიგაციის სისტემებში გამოიყენება, იუწყება Reuters-ი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს