ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

სახდეპი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას

სახდეპი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთო…

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს, - განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გზების ძალადობრივი ბლოკირება საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. მათ სოლიდარობა გამოხატეს პრეზიდენტ პასის მთავრობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ბოლივიაში გზების ძალადობრივი ბლოკირებით, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. პრეზიდენტ როდრიგო პასის ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასუსტებისა და დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ბოლივიაში კონსტიტუციური წესრიგისთვის, ისე მთლიანად ნახევარსფეროს დემოკრატიული სტაბილურობისთვის.

მოძალადე უმცირესობა ცდილობს უგულებელყოს ჩატარებულ არჩევნებში გამოხატული ბოლივიელი ხალხის ნება, უარს ამბობს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დიალოგზე და შვიდ კვირაზე მეტია გზების ბლოკირებას აგრძელებს, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზღუდება საკვებზე, ჯანდაცვაზე, საწვავსა და სხვა აუცილებელ რესურსებზე წვდომა. ამ ქმედებებმა მძიმე გავლენა მოახდინა მილიონობით მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საფრთხის წინაშე დააყენა მათი ფუნდამენტური უფლებები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა ბოლივიის მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტები გზებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო, რადგან მოქალაქეები დროულად ვერ იღებდნენ მედიკამენტებს და ვერ აღწევდნენ საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებამდე. ცალკე აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების მხრიდან დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციურად არჩეულ ბოლივიის მთავრობას და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგსა და მოლაპარაკებებს დადგენილ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რაც დემოკრატიის ფუნდამენტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. თავისუფლების, დემოკრატიისა და რეგიონული უსაფრთხოების დაცვა ერთგულებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. ამ ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და დემოკრატიული წესრიგის შესანარჩუნებლად. სოლიდარობას ვუცხადებთ პრეზიდენტ პასის დემოკრატიულ მთავრობასა და ბოლივიელ ხალხს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს