ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

Bild: გერმანული კომპანია Audi-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 87%-ით შემცირდა

Bild: გერმანული კომპანია Audi-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 87%-ით შემცირდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანული ავტომწარმოებლის Audi-ს შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 87%-ით, 95 მილიონ ევრომდე შემცირდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანული ავტომწარმოებლის Audi-ს შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 87%-ით, 95 მილიონ ევრომდე შემცირდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით,…

გერმანული ავტომწარმოებლის Audi-ს შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 87%-ით, 95 მილიონ ევრომდე შემცირდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ, რომელიც Volkswagen-ის კონცერნის შემადგენლობაში შედის, მიმდინარე წელს უკვე მეორედ შეამცირა თავისი საფინანსო პროგნოზი.

ახლა Audi ელის, რომ მისი წლიური მოგება 55-59 მილიარდი ევრო იქნება, ნაცვლად პროგნოზირებული 58-63 მილიარდი ევროსი.

შედეგების გაუარესების ძირითად მიზეზებად ჩინეთში გაყიდვების მკვეთრი შემცირება და ამერიკული საიმპორტო ტარიფების დაწესება სახელდება.

როგორც Bild-ი წერს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Audi-მ მსოფლიო ბაზრებს 20%-ით ნაკლები ავტომობილი მიაწოდა. იმის გამო, რომ კომპანია აშშ-ში ავტომობილებს არ აწარმოებს, ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, მას დამატებით 1,2 მილიარდი ევროს გადახდა მოუწია.

ამასთან ერთად, Audi აშშ-ში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელსაც წელიწადში 200 ათასი მანქანის წარმოება შეეძლება. ახალი ქარხანა 4,5 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.

აშშ-ში წარმოების გაფართოების გამო Audi-ს ხელმძღვანელი გერნოტ დიოლნერი გერმანიაში გააკრიტიკეს და ის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკურ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს