ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დაპირისპირება მოხდა- ადგილზე მისულ კაროლ ნავროცკის პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დაპირისპირება მოხდა- ადგილზე მისულ კაროლ ნავროცკის პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცველები ადგილზე მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს დაუპირისპირდნენ.ნავროცკის საკონსტიტუციო ტრიბუნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცველები ადგილზე მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს დაუპირისპირდნენ.ნავროცკის საკონსტიტუციო ტრიბუნ…

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცველები ადგილზე მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს დაუპირისპირდნენ.

ნავროცკის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სურდა. პოლიცია კი ცდილობდა, ტერიტორიაზე არ დაეშვა არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე საპროტესტო აქციას მართავდნენ და რომელთა მხარდაჭერითაც სარგებლობს პრეზიდენტი.

შეტაკებას ჰქონდა ადგილი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც.

პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება 30 ოქტომბერს მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, შვენჩკოვსკი უარს ამბობდა მოსამართლეთა საერთო კრების მოწვევაზე, ეს მოქმედებები კი საფრთხეს უქმნიდა ტრიბუნალის ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის ბიუჯეტის მართვასა და გადასახადების გადახდას. თუმცა, უწყების სოციალურ ქსელ „იქსს“ ბოგდან შვენჩკოვსკის გუნდი აკონტროლებს, რომელთაც მალევე საპირისპირო განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამი იყო, რომ ვებგვერდი უკანონოდ მიიტაცეს და რომ ბოგდან შვენჩკოვსკი კვლავ საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარედ რჩებოდა, ანა კორვინ-პიოტროვსკა კი ტრიბუნალის მოსამართლე არ იყო.

ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული ბოგდან შვენჩკოვსკი სასამართლოში შეუშვეს. პარალელურად, პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა, ვალდემარ ჟურეკმა ტრიბუნალს ხუთი შუამდგომლობით მიმართა და შვენჩკოვსკისა და სოხანსკისთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობა ტრიბუნალის ამჟამინდელ შემადგენლობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს. ტუსკის მთავრობამ სასამართლოს რეფორმირება და ახალი მოსამართლეების დანიშვნა სცადა, თუმცა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პარლამენტის მიერ 2026 წლის მარტში დანიშნული ექვსი მოსამართლიდან სამის ფიცის მიღებაზე უარი თქვა, ხოლო ბოგდან შვეჩკოვსკიმ უარი თქვა, ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეულ მოსამართლეებს დაეწყოთ მოვალეობის შესრულება. ამის შემდეგ ხუთმა მოსამართლემ, მათ შორის ანა კორვინ-პიოტროვსკამ, ფიცი პრეზიდენტის ფიზიკური დასწრების გარეშე დადო. შვენჩკოვსკი მათ ტრიბუნალის წევრებად არ აღიარებს. შედეგად, თვეების განმავლობაში პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში ფაქტობრივად ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც ერთმანეთს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს