ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

კაროლ ნავროცკი: პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა

კაროლ ნავროცკი: პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ღამით ქვეყანაში კონსტი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ღამით ქვეყანაში კონსტი…

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ღამით ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა და სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოს ძალის გამოყენებით დაეუფლნენ.

ნავროცკის განცხადებით, მან კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარესთან ზბიგნევ კაპინსკისთან გამართა, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაუფლების თვითნებურად მიმთვისებელი პირების მოქმედებებს კანონიერად არ მიიჩნევს.

პოლონეთის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლოს ტერიტორიიდან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გაყვანისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ სამართლებრივი წესრიგის აღდგენისკენ და მთავრობის მიერ ადგილზე გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურების მიერ სასამართლოს ტერიტორიის დატოვებისკენ“, - ნათქვამია ნავროცკის განცხადებაში.

ნავროცკის თქმით, მან საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლის შესაძლებლობა მისცა სასამართლოს კანონიერად მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, მოსამართლე ბართლომე სოხანსკის.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის შიდა უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან გადაუდებელ კონსულტაციებს გამართავს. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა.

ნავროცკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან იმყოფება და, მისი შეფასებით, პოლონეთის კონსტიტუციას იცავს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს