ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი: ირანმა შესაძლოა, დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება

ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი: ირანმა შესაძლოა, დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანმა შესაძლოა, დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება, ხოლო მისი შეიარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანმა შესაძლოა, დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება, ხოლო მისი შეიარ…

ირანმა შესაძლოა, დატოვოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება, იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდება, ხოლო მისი შეიარაღებული ძალები შეერთებულ შტატებს დამანგრეველ დარტყმებს მიაყენებენ, თუმცა ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, – ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ განუცხადა.

მისი თქმით, ბირთვული საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც შეერთებული შტატები დააკმაყოფილებს ირანის მოთხოვნებს. რეზაიმ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტი აშშ-სთან „სამუდამოდ“ უნდა დასრულდეს და არცერთმა ქვეყანამ არ უნდა „გაბედოს“ ირანზე თავდასხმა.

„ჩვენ სერიოზულად ვადევნებთ თვალყურს დიპლომატიას, მაგრამ არ დავთმობთ ირანელი ხალხის უფლებებს. ომი თუ დაიწყება, ჩვენ ამერიკის რქებს ისე დავამტვრევთ, რომ მსოფლიომ დაინახოს, რამდენად უუნაროა ეს ურქო ძროხა თავის დაცვაში“, – განაცხადა მან შაბათს სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე „დაკეტილი დარჩება“ მანამ, ვიდრე ირანის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

რეზაიმ ასევე ხაზი გაუსვა შიდა ერთიანობის მნიშვნელობას გარე საფრთხეებთან გამკლავებაში.

„ეროვნული ერთიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი რაკეტები და მტერი იმედგაცრუებული და გულგატეხილია, როდესაც ამ ერთიანობას ხედავს“, – განაცხადა ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს