ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

BBC: გუშინდელი არეულობის შემდეგ ბელფასტის ქუჩებში პოლიციას დამატებითი ძალები ჰყავს მობილიზებული

BBC: გუშინდელი არეულობის შემდეგ ბელფასტის ქუჩებში პოლიციას დამატებითი ძალები ჰყავს მობილიზებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქალაქის ქუჩებში დამატებით 200 პოლიციელი გამოჩნდება
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქალაქის ქუჩებში დამატებით 200 პოლიციელი გამოჩნდება

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტის პოლიციას გუშინ ღამით მომხდარი არეულობის შემდეგ დღეს დამატებითი საპოლიციო ძალები ჰყავს მობილიზებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბელფასტის პოლიციის ხელმძღვანელის ჯონ ბუტჩერის განცხადებით, დღეს ქალაქის ქუჩებში დამატებით 200 პოლიციელი გამოჩნდება.

„ჩვენ ამაში გავერკვევით და დღეს საღამოს ქუჩებში უფრო მეტ პოლიციელს გამოვიყვანთ, ვიდრე ეს გასულ ღამეს იყო“, - განაცხადა ბუტჩერმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ არეულობასთან დაკავშირებით 100 ადამიანია დაკავებული.

ცნობისთვის, წუხელ ბელფასტში ანტიიმიგრაციული მიტინგი არეულობაში გადაიზარდა. ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც 30 წლის სუდანელი ლტოლვილი ბელფასტის მკვიდრს დანით ჭრილობებს აყენებს.

სუდანელი მამაკაცი პოლიციამ მოგვიანებით დააკავა. მას ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს