ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ტრამპი „დემოკრატებზე“: თუ გყავს კაცები ქალთა სპორტში, ღია საზღვრები ყველასთვის, ტრანსგენდერული დღის წესრიგი ყველგან, შვილების დასახიჩრება და სხვა მრავალი რამ, არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა

ტრამპი „დემოკრატებზე“: თუ გყავს კაცები ქალთა სპორტში, ღია საზღვრები ყველასთვის, ტრანსგენდერული დღის წესრიგი ყველგან, შვილების დასახიჩრება და სხვა მრავალი რამ, არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიუხედავად, რომლებიც წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობას „დემოკრატებს“ უწინასწარმეტყველებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიუხედავად, რომლებიც წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობას „დემოკრატებს“ უწინასწარმეტყველებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონა…

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიუხედავად, რომლებიც წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობას „დემოკრატებს“ უწინასწარმეტყველებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებს.

„მიმაჩნია, რომ ეს გამოკითხვები გაყალბებულია. ვფიქრობ, ბევრი კომპანია გამოკითხვის ჩასატარებლად ხალხს გარეთ საერთოდ არც გზავნის. მგონია, რომ დიდ ჰონორარებს იღებენ, აცხადებენ, თითქოს მთელ ქვეყანაში ათასი გამოკითხველი ჰყავთ ჩართული, სინამდვილეში კი უბრალოდ მაგიდასთან სხედან. მე არავის ვიცნობ, ვისთვისაც ოდესმე რამე უკითხავთ“, - განუცხადა ტრამპმა New York Post-ის ჟურნალისტს, მირანდა დევაინს.

ალასკის მაგალითზე მითითებით - სადაც მოქმედი „რესპუბლიკელი“ სენატორის, დენ სალივანის სრული სეხნია „ყალბი კანდიდატი“ გამოაჩინეს - ტრამპი აცხადებს, რომ „დემოკრატებს“ არჩევნების მანიპულირებისა და გაყალბებისკენ მიდრეკილება ახასიათებთ.

„თუ გყავს კაცები ქალთა სპორტში, ღია საზღვრები ყველასთვის, ტრანსგენდერული დღის წესრიგი ყველგან, შვილების დასახიჩრება და სხვა მრავალი რამ, მაღალი გადასახადები, ცუდი ეკონომიკა, სუსტი სამხედრო პოლიტიკა, თუ ეს ყველაფერი გაქვს, არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა“, - განაცხადა მან.

ტრამპის თქმით, თუკი „დემოკრატები“ წელს კონგრესის ორსავე პალატას ჩაიგდებენ ხელში, ხოლო 2028 წელს თეთრ სახლსაც დაიბრუნებენ, ქვეყანა „შესაძლოა სამუდამოდ განადგურების გზას დაადგეს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი შემდეგი თემატური მასალა →დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს