ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარ…

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა.

„ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“, - აღნიშნულია სიტყვაში, რომლითაც მერცმა თავისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლა დაგეგმა. გამოსვლის ამონარიდები სააგენტო dpa-ს ორშაბათს გადაეცა.

„კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ. ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს“, - ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა თავის გამოსვლაში.

მერცმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციას და აღნიშნა, რომ მათ სანიმუშოდ იმოქმედეს.

მისი თქმით, მთავარი პოზიტიური გზავნილი, რაც ამ შაბათ-კვირიდან გამოიტანა, არის ის, რომ „ახალგაზრდა თაობა პოლიტიკურად აქტიურია და საკუთარ მომავალზე ზრუნავს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი შემდეგი თემატური მასალა →დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს