ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენ…

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ პოლიციას აქციებზე სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს.

„სპეციალურ საშუალებებზე უარს არ ვიტყვი უმარტივესი მიზეზის გამო: პოლიციელებს თავის დაცვა უნდა შეეძლოთ, როცა მათ თავს ესხმიან“, — აღნიშნა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ულტრამემარცხენე პარტიის დეპუტატმა, გაბრიელ კატალამ პოლიციის ქმედებას „რეპრესია“ უწოდა.

„ეს რეპრესია არ არის. ჩვენ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არ დაირღვეს“, — უპასუხა ნუნესმა.

მისივე თქმით, პოლიცია მხოლოდ ძალადობის დროს ერევა, მაგალითად, როცა ადამიანები ფანჯრებს ამსხვრევენ, სამართალდამცველებს თავს ესხმიან და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან.

დეპუტატებმა ნუნესს ცრემლსადენი გაზის ზეგავლენაზეც ჰკითხეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცრემლსადენი გაზის, ანუ ძალის გამოყენების ძირითადი საშუალების, მავნებლობის შესახებ არაფერი იცის. მისივე თქმით, 2021-2022 წლებში რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არანაირი ეფექტი არ აღმოჩენილა, გავლენა კი სწრაფად ქრება.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობა გრძელდება. სტუდენტთა ეროვნული კავშირი ახალგაზრდებს მასშტაბური აქციებისა და სასწავლო დაწესებულებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, 3 ნოემბერს უნივერსიტეტებში საერთო კრებები და სასწავლო პროცესის ბლოკირება იგეგმება, 5 ნოემბერს კი სტუდენტები ქუჩებში გამოსვლას გეგმავენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი შემდეგი თემატური მასალა →დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს