ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: კიევთან ახლოს, აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური ციხე აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს ატყვევებდნენ და სცემდნენ

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: კიევთან ახლოს, აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური ციხე აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს ატყვევებდნენ და სცემდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი კრჟიშტოფ ბოსაკი უკრაინაში კიევთან ახლოს სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი კრჟიშტოფ ბოსაკი უკრაინაში კიევთან ახლოს სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურ…

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი კრჟიშტოფ ბოსაკი უკრაინაში კიევთან ახლოს სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური ციხე აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს ატყვევებდნენ და სცემდნენ.

„უკრაინიდან მორიგი მძიმე ცნობები ვრცელდება, თუმცა ეს გასაკვირი არ არის: კიევის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში აზოვის ეროვნული გვარდიის კორპუსის მიერ მოწყობილი არალეგალური საპატიმრო აღმოაჩინეს, სადაც მამაკაცებს აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისამართი გამჟღავნდა და შენობის მიმდებარედ შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

შემთხვევის ადგილზე პირადად ჩავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი კირილ ბუდანოვი. უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა ეს საპატიმრო. შესაძლო ახსნა-განმარტებებს შორის სახელდება დეზერტირების დასჯა და შესაძლოა დაკავებულთა ოჯახებისგან გამოსასყიდის მოთხოვნის მოლოდინიც“, - დაწერა მან.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი შემდეგი თემატური მასალა →დათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნა

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს