ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ტრამპმა არჩევნებში წაგება Fox News-ს დააბრალა

ტრამპმა არჩევნებში წაგება Fox News-ს დააბრალა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დემოკრატებმა“ შუალედურ არჩევნებში იმიტომ გაიმარჯვეს, რომ ტელეარხი Fox News-ი მათ კანდიდატე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დემოკრატებმა“ შუალედურ არჩევნებში იმიტომ გაიმარჯვეს, რომ ტელეარხი Fox News-ი მათ კანდიდატე…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დემოკრატებმა“ შუალედურ არჩევნებში იმიტომ გაიმარჯვეს, რომ ტელეარხი Fox News-ი მათ კანდიდატებს ეთერის დიდ ნაწილს უთმობდა.

„რატომ იწვევს Fox News ეთერში ბილ დე ბლაზიოს, ნიუ-იორკის ისტორიაში ყველაზე ცუდ მერს, რომელიც ეთერში გიჟივით ყვირის და ისტერიკას აწყობს? მან ქალაქი სირცხვილით დატოვა და მის მიერ მიყენებული ზიანი განუზომელია - ნიუ-იორკი მის შემდეგ ვეღარასოდეს გახდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო, ახლა კი ეს ადამიანი ამერიკის მართვას გვასწავლის. ამ დანაკარგებზე პასუხისმგებლობა Fox News-საც ეკისრება, რადგან ის მუდმივად და თანმიმდევრულად უთმობს ეთერს „სულელი დემოკრატების ოპოზიციას“ და კიდევ უარესს. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, - დაწერა ტრამპმა.

აშშ-ში 3 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიული“ პარტია სენატში 52 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ“ პარტიას 41 მანდატი ერგება. რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ“ პარტიას 195 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს“ - 115.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს