ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

AP: „დემოკრატი“ ჰაკიმ ჯეფრისი შესაძლოა ისტორიაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შავკანიანი სპიკერი გახდეს

AP: „დემოკრატი“ ჰაკიმ ჯეფრისი შესაძლოა ისტორიაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შავკანიანი სპიკერი გახდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც ქვეყნის პირველი შავკანიანი სპიკერი. ინფორმაციას Associat…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც ქვეყნის პირველი შავკანიანი სპიკერი. ინფორმაციას Associat…

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც ქვეყნის პირველი შავკანიანი სპიკერი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ეს ამერიკის პოლიტიკაში თაობათა ცვლილების მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება მას შემდეგ, რაც „დემოკრატებმა“ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ დაამარცხეს და პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, წერს სააგენტო.

ჯეფრისის კანდიდატურას კოლეგებმა კენჭი ახალ კონგრესის შეკრებისას, 3 იანვარს უნდა უყარონ. თუ ის წარადგინეს და, როგორც მოსალოდნელია, აირჩიეს, პირველად მოხდება, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გავლენიან თანამდებობას შავკანიანი კანონმდებელი დაიკავებს.

როგორც Associated Press-ი წერს, სპიკერი პრეზიდენტის შემდეგ სახელმწიფოში მეორე ადამიანია და კონგრესში ერთადერთი ხელმძღვანელი თანამდებობაა, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

ჯეფრისის სპიკერად არჩევა კაპიტოლიუმში, რომლის მშენებლობაშიც დამონებული აფროამერიკელები მონაწილეობდნენ, 150 წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული ისტორიული პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. ეს ისტორია სამოქალაქო ომის შემდეგ, რეკონსტრუქციის მღელვარე პერიოდში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პირველი შავკანიანი ამერიკელის არჩევით დაიწყო, წერს სააგენტოს.

როგორც Associated Press-ი წერს, ვაშინგტონში „დემოკრატების“ საარჩევნო ღამის ღონისძიებაზე ჯეფრისს შეძახილებით „სპიკერი! სპიკერი!“ შეხვდნენ.

„ეს არ არის პარტიული მომენტი. ეს პატრიოტული მომენტია“, - განაცხადა ჯეფრისმა.

მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატებს“ ესმით, რომ არჩევნები ცვლილებების მოთხოვნით ჩატარდა და „ამერიკელი ხალხი გარდამტეხ ცვლილებებს ითხოვს“.

„ჩვენ გისმენთ“, - განაცხადა მან. „მონდომებით ვიმუშავებთ, რათა ის მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ, რომლებსაც იმსახურებთ“.

ბრუკლინში დაბადებული 56 წლის ჯეფრისი, რომელიც თავისუფალი გამოსვლებისას ხშირად ძველი სკოლის ჰიპ-ჰოპის ტექსტებს იყენებს, რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონს შეცვლის. დემოკრატები მზად არიან, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორ წელს აქტიურად დაუპირისპირდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს